შპს “ფაუნტეინ ჯორჯია” პოლიგრაფიულ სფეროში მოღვაწეობს 1999 წლის დასაწყისიდან. ასეთი ბიზნეს მიმართულების არჩევის პირველივე დღეებიდან დაიწყო მისი, როგორც საწარმოს ფორმირების პროცესი. იმავე ეტაპზე მკაფიოდ ჩამოყალიბდა ორგანიზაციის მიზნები და ორიენტირები, რამაც უმოკლეს ვადაში განსაზღვრა ქვეყნის პოლიგრაფიულ სივრცეში შპს “ფაუნტეინ ჯორჯიას” მიერ დღესაც ღირსეულად დაკავებული ადგილი სარეკლამო-საგამომცემლო სეგმენტში.